BBC - მსოფლიო ლიდერების კრიტიკის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ უხანში დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 50%-ით გაზარდა
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შეცვალა.
ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აქამდე ცნობილი იყო უხანის პროვინციაში 2 579 გარდაცვლილის შესახებ. ახალი ინფორმაციით კი, მათ კიდევ 1 290 შემთხვევა დაემატა, რის შედეგადაც პროვინციაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 3 869-მდე გაიზარდა.
ჩინეთის ხელისუფლების განმარტებით, გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა საავადმყოფოების გარეთ გარდაცვალების შემთხვევებისა და კერძო კლინიკებში დაღუპულთა ინფორმაციის დამატებამ, ასევე ზოგიერთი მონაცემის შეფერხებით მიწოდებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთის მიერ გავრცელებულ მონაცემებს ეჭვით არაერთი ექსპერტი უყურებდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს ინფორმაციის დამავლვაში არაერთხელ დასდო ბრალი. პეკინის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციაზე საუბრობენ ბრიტანეთის ხელისუფლებში. საკითხს გუშინ ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ბევრი შეკითხვა არსებობს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
