ამერიკაში კორონავირუსის ვაქცინაზე ცდები მოხალისეებზე დაიწყო – რას ამბობს პირველი აცრილი პაციენტი
“ამერიკელი 44 წლის ჯენიფერ ჰალერი პირველი მოხალისე პაციენტია, ვისზეც კორონავირუსის ვაქცინა დატესტეს.
მას ვაშინგტონის შტატში ვაქცინაცია მარცხენა მხარზე გაუკეთეს, ამჟამად იგი იზოლაციაში იმყოფება ქალაქ სიეტლში. მან ბრიტანულ “ტლეგრაფთან” ინტერვიუში ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას საკუთარი განცდები გაუზიარა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ამერიკაში კორონავირუსის ვაქცინაზე ცდები ადამიანებზე დაიწყო – რას ამბობს პირველი აცრილი პაციენტი.
“ჰალერის თქმით, კორონავირუსის ინიექციის პროცესი ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინაციის მსგავსი იყო, პირველ დღეს ტემპერატურა ოდნავ მომატებული ჰქონდა, მეორე დღეს კი მკლავი ძალიან ასტკივდა, მაგრამ მალევე გაუარა და შემდეგ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდა. ჰალერმა მომავალ კვირას ვაქცინის მეორე დოზა უნდა გაიკეთოს, ხოლო ერთი წლის განმავლობში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იქნება. კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც 44 წლის მოხალისეზე გამოსცადეს, სიეტლის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა შეიმუშავა. თავიდან ვაქცინა ცხოველებზე დატესტეს, პერსპექტიული შედეგების შემდეგ კი გადაწყდა, რომ ვაქცინა ადამიანზეც გამოეცადათ."
“ვაქცინაციისთვის 45 მოხალისე შეირჩა, რომელთაც ინექციის ორი დოზა 28 დღის ინტერვალით გაუკეთდებათ. მოხალისეების ჯანმრთელობაზე მონიტორინგი 2021 წლის ზაფხულამდე განხორციელდება. ამჟამად ვაქცინაზე გამალებით მუშაობენ, სულ მცირე, 70-მდე უნივერსიტეტსა და კვლევით ინსტიტუტში ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, დანია, ნორვეგია, ჩინეთი და ა.შ. არის მნიშვნელოვანი პროგრესიც, თუმცა ბევრი სპეციალისტი მაინც მიიჩნევს, რომ ვაქცინაზე მუშაობა, სხვადასხვა გათვლით, 12-დან 18 თვემდე გასტანს”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
