თურქეთი COVID-19-ის გამო 90 000 პატიმარს გაათავისუფლებს
თურქეთის პარლამენტში კანონპროექტი პატიმრების, დაახლოებით, 1/3-ის გათვისუფლების შესახებ 279 ხმით გავიდა.
მოწინააღმდეგეთა რიცხვი კი 51-ს შეადგენდა.
როგორც ირკვევა, 90,000 მსჯავრდებულიდან ნახევარი ციხეს დროებით დატოვებს, ხოლო ნაწილი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდება. კანონპროექტი, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელებასთან ერთად, საპატიმროების შედარებით განტვირთვასაც ისახავს მიზნად.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ დროისათვის პატიმართა შორის COVID-19-ით ინფიცირების 17 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან სამი გარდაიცვალა.
ვირუსის 79 შემთხვევაა დაფიქსირებული სასჯელაღსრულების სისტემის სხვა თანამშრომლებს შორისაც.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომმა დაკავებებმა პატიმართა რიცხვი 300,000-მდე გაზარდა. 2019 წლის იანვრის მონაცემებით, თურქეთის საპატიმროები ყველაზე გადატვირთულია ევროპაში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
