მედია - რუსეთის მიმართ სამადლობელი ვიდეოს სოციალურ ქსელებში განთავსებისთვის იტალიელებს 200 ევროს სთავაზობენ
იტალიაში მცხოვრები რუსები თავიანთ იტალიელ მეგობრებსა და ნაცნობებს სთავაზობენ, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნონ ვიდეო, ან ტექსტი და ფოტო, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარებისთვის რუსეთს მადლობას გადაუხდიან, რის სანაცვლოდაც ისინი 200 ევროს მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Repubblica ავრცელებს.
„საჭიროა 15 იტალიელი, რომლებიც რამე კარგს იტყვიან რუსეთის ჰუმანიტარულ დახმარებაზე. უკეთესია ვიდეო ან ტექსტი ფოტოთი, მაგრამ ვიდეოში იხდიან 200 ევროს, ტესტისთვის ნაკლებს“, - ნათქვამია „ვოთსაფში“ მიღებულ ერთ-ერთ შეტყობინებაში.
შეტყობინების თანახმად, მსგავსი სამადლობელო ვიდეო ან ტექსტი „ტვიტერზე“, „ფეისბუქზე“ ან „ინსტაგრამზე“ უნდა აიტვირთოს.
გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 22 მარტს იტალიაში ჰუმანიტარული დახმარების სახით პირბადეები და სხვა სახის დამცავი აღჭურვილობები გააგზავნა, „ტვიტერში“ გამოჩნდა შეტყობინებები, სადაც მომხმარებელს მოუწოდებდნენ მადლიერება გამოეხატათ რუსეთის პეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ, „რომელიც, ევროკავშირისგან განსხვავებით, იტალიას დაეხმარა.“
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
