აშშ-ის ისტორიაში პირველად, ყველა შტატი უბედურების ზონად გამოცხადდა
კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაიომინგის შტატში უბედურების ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება დაამტკიცა, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის ისტორიაში, პირველად, ყველა შტატი უკვე ერთდროულად მოექცა უბედურების ზონის ფარგლებში.
თეთრი სახლის ინფორმაციით, უბედურების ზონად გამოცხადების შემთხვევაში შტატებს და ადგილობრივ მთავრობებს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ ფედერალური დაფინანსება მიიღონ.
შტატის მთავრობებს, ასევე, დაეხმარებიან ფედერალური რესურსებით, როგორებიც არის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო და არმიის საინჟინრო კორპუსი. გადაწყვეტილება ქვეყანაში მას შემდეგ მიიღეს, რაც გარდაცვლილთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ - ნახევარ მილიონს.
სიახლეები
- დანიის ზოოპარკი მტაცებლების გამოსაკვებად არასასურველ შინაურ ცხოველებს ითხოვს
- “უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა” - შალვა პაპუაშვილი
- დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა
- “ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ” - ლევან ხაბეიშვილი
- აშშ-მა და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს