"არ არსებობს ვირუსი, ეპიდემია, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ძლიერია" - რეჯეფ ტაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, მტერს ახლა არა სამხედრო, არამედ სამედიცინო არმია ებრძვის.
მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში დაახლოებით ნახევარი მილიონი მედიცინის მუშაკია ჩართული.
„არ არსებობს ვირუსი, ეპიდემია, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ძლიერია“,-აღნიშნა ერდოღანმა მოსახლეობისადმი მიმართვის დროს.
მისივე თქმით, ეს თურქეთის ეროვნული ბრძოლაა.
ცნობისთვის, თურქეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 34 109 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ქვეყანაში 725 ადამიანი ემსხვერპლა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
