"კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მივაღწევთ, კარგი დღეები დაბრუნდება"-ელისაბედ მეორე
ჩვენ წარმატებას მივაღწევთ და ეს წარმატება თითოეული ჩვენგანის კუთვნილება იქნება, კარგი დღეები დაბრუნდება, ჩვენ კვლავ ვიქნებით ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს ოჯახებთან ერთად, ჩვენ კვლავ შევხვდებით,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ განაცხადა, რომელმაც მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართა.
დედოფალმა მადლობა გადაუხადა სამედიცინო სფეროს ყველა თანამშრომელს და განაცხადა, რომ მათი მუშაობის ყოველი საათი ნორმალურ რეჟიმთან აახლოვებს ქვეყანას.
„მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევის წინაშე ადრეც ვმდგარვართ, ეს განსხვავებული რამაა. ამჯერად, მეცნიერების დიდებული მიღწევებისა და ჩვენი ინსტინქტური თანაგრძნობის გამოყენებით, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ძალისხმევას ვუერთდებით იმისთვის, რომ განვიკურნოთ,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანცირება მტკვივნეულია, ყველაზე სწორი საქციელი შინ დარჩენაა.
„ჩვენ ამ დაავადებას ერთად ვებრძვით და მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუკი ერთიანი და უდრეკი ვიქნებით, ჩვენ ამას გადავლახავთ,“- დასძინა მან.
დედოფალმა ყურადღება თვითდისციპლინის აუცილებლობაზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ყველა იამაყებს იმით, თუ როგორ უპასუხეს ამ გამოწვევას.
აღსანიშნავია, რომ ეს 93 წლის მონარქის მეხუთე საგანგებო მიმართვა იყო 68-წლიანი დედოფლობის მანძილზე.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს