მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 31 000-ს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულია 146 000-ზე მეტი ადამიანი
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 680 696-ს აღწევს, ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ კი 31 000-ს გადააჭარბა.
Worldometers-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში - 123 781 ადამიანი, იტალიაში - 92 472, ჩინეთში - 81 439, ესპანეთში - 78 797 და გერმანიაში - 58 247 ადამიანი.
რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, 10 023 გარდაცვლილი ჰყავს იტალიას, 6 528 - ესპანეთს, 3 300 - ჩინეთს, 2 640 - ირანს, 2 314 საფრანგეთს და 2 229 - აშშ-ს.
გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 146 396-ია, ყველაზე მეტი - 75 448 -ინფიცირებული ჩინეთში გამოჯანმრთელდა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
