მსოფლიოს უდიდესი ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში ცხოველები გამოჩდნენ
იაპონიის უძველეს ქალაქ ნარაში, ქუჩებში ადამიანების ნაცვლად ცხოველები გამოჩდნენ,- ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ წერს.
მაშინ, როცა უძველეს დედაქალაქში ყველა ღირშესანიშნაობა დახურულია, ცხოველები გზებზე გადაადგილდებიან.
„გარდიანი“ ავრცელებს ასევე კადრებს, როგორ გადაადგილდებიან ენოტები პანამის სან ფილიპეს დაცარიელებულ სანაპიროებზე და ველური ინდაურების ჯგუფები კალიფორნიაში.
გარეული ღორები შენიშნეს ესპანეთის რამდენიმე ქალაქშიც, მათ შორის ბარსელონაში. ტაილანდის მიტოვებულ ქუჩებში კი მაიმუნები გამოჩდნენ.
ცნობისთვის, კორონავირუსის სწრაფად გავრცელების შეჩერების გამო, მსოფლიოს ათასობით ქალაქი სრულ კარანტინშია მოქცეული. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 382 005 შემთხვევაა აღრიცხული.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
