"მეფე არ ვარ! ყოველ დღე ვმუშაობ და არ ვმეფობ!" -ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც მას მეფეს უწოდებენ. მისი თქმით, ის მეფე არ არის, რადგან მეფეები ბრძანებებს გასცემენ, ხოლო პრეზიდენტები ყოველ დღე მუშაობენ.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა „ტასთან“ ინტერვიუში სახელწოდებით „20 შეკითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.
„ეს სიმართლე არ არის. მე ყოველ დღე ვმუშაობ და არ ვმეფობ. მეფე ის არის, ვინც ზის, ზევიდან იყურება და ამბობს „აი, გიბრძანებ“ , თავად ქუდებს ისინჯავს და სარკეში იყურება“,-აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, თავდაპირველად „თავშიც არ მოსვლია“, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა.
„მე იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ აღმოვჩნდებოდი. ეს თავში არც მომსვლია და არც შეიძლება მომსვლოდა“,-განაცხადა პუტინმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
