"ეს ვირუსი ჩინურია და აქ რასისტული არაფერია"- დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა და გამონათქვამში - „ჩინური ვირუსი“ - რასისტული არაფერია.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უწოდებს ის „COVID 19“-ს „ჩინურ ვირუსს“ და რომ ბევრი ადამიანი ამას რასიზმად მიიჩნევს, დონალდ ტრამპმა უპასუხა:
„ეს ვირუსი ჩინურია და აქ რასისტული არაფერია. ის ჩინეთიდან მოდის. მსურს, ზუსტად გამოვხატო ჩემი სათქმელი.“
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა და რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, მათ შორს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პოპმეომ, Covid-19 არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც „ჩინური ვირუსი.“
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
