ირანში დღე-ღამეში 1 209 ადამიანი დაინფიცირდა და 113 გარდაიცვალა
ირანში, ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 209 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 113 ადამიანი.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.ირანში, ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 209 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 113 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.
მისივე ცნობით, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 13 938 ადამიანის შეადგენს.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მთლიანობაში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 724 ადამიანი.
ირანში პირველი დაინფიცირების ფაქტი 19 თებერვალს, ყუმის პროვინციაში გამოვლინდა. დაავადებულთა შორის არიან ირანელი მაღალჩინოსნები - ვიცე-პრეზიდენტი და მინისტრები.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
