ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე თვითიზოლაციაში იმყოფებიან
სომხეთის პრემიერის ცოლი, ანა აკობიანი დღეს კორონავირუსზე ტესტს გაივლის.
ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლთან გამართა შეხვედრა.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს. მოგვიანებით მან ეს ამბები უარყო, მაგრამ მე და ანა გავდივართ ტესტირებას მაინც, ინფექციის გამორიცხვის მიზნით“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა და აღნიშნა, რომ ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ცნობისთვის, გუშინ მსოფლიო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს, ჯაირ ბოლსონეროს კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს ინფორმაცია უარყო.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
