მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ
ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს, რიტა უილსონს, კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით თავად განაცხადა.
წყვილს კორონავირუსი მაშინ დაუდგინდა, როდესაც გადაღებებზე ავსტრალიის შტატ ქვინსლენდში იმყოფებოდა. ისინი ახლა მკურნალობას ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში გადიან. ჯერჯერობით უცნობია წყვილის დაინფიცირების წყარო.
„ჩვენ თავს დაღლილად ვგრძნობთ, თითქოს გავცივდით. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს დღევანდელ მსოფლიოშია აუცილებელი, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარეთ და დადებითი შედეგი გვქონდა“, - წერს ტომ ჰენქსი „ტვიტერის“ გვერდზე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
