ჩინელი ექიმები იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გაემგზავრნენ
ჩინეთმა იტალიაში კორონავირუსთან საბრძოლველად მედიცინის ექსპერტების ჯგუფი გაგზავნა. ამის შესახებ ჩინური და იტალიური გამოცემები წერენ.
ჩინეთში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იტალიაში Covid-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ისევე როგორც მნიშვნელოვნად მოიმატა ვირუსით დარდაცვლილთა რიუცხვმაც.
ჩინეთის შემდეგ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტია, დაავადებულთა რაოდენობა იზრდება საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაშიც, ამიტომაც გამოცდილი ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ჩინეთში ბოლო დღეებში ვითარება მნიშვნელოვნად დასტაბილურდა, ქვეყანაში უკვე ახერხებენ ვირუსის კონტროლს, დღითი დღე მცირდება ახალი ინფიცირებულების რაოდენობაც. ჩინელი მედიკოსები კი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ექსპერტები არიან, როგორც გამოცემა La repubblica წერს, ექსპერტთა ჯგუფი იტალიაში დღეს გაემგზავრა.
გამგზავრებამდე კი ორი ქვეყნის ჩინეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრების წარმომადგენლების სატელეფონო საუბარი შედგა.
ბოლო ინფორმაციით, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდა 10 149 ადამიანი, გარდაიცვალა 631, ხოლო გამოჯანმრთელებულია 1004 პაციენტი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
