იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ირანის მონაცემებს გადააჭარბა
იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ირანის მონაცემებს გადააჭარბა.
ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, იტალიაში დაღუპულთა რაოდენობამ 79-ს მიაღწია მას შემდეგ, რაც ბოლო 24 საათის მანძილზე 27 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ჩინეთს გარეთ COVID-19-ით ფატალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, იტალიაში კორონავირუსი ამ დროისთვის 2 502 პირს დაუდასტურდა. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ საავადმყოფოებში ადგილების და ექიმების დეფიციტია.
ცნობისთვის, ირანის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა ქვეყანაში 77-ს აღწევს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
