ირანში კორონავირუსის 43 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 8 ადამიანი
ირანში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 43-ს მიაღწია, რომელთაგან რვა ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ დღეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებულთა რაოდენობა 28 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან ხუთი გარდაიცვალა.
ირანში კორონავირუსით დაავადებულთა შესახებ პირველი ინფორმაცია 19 თებერვალს გავრცელდა.
ამ დროისთვის, ვირუსით დაავადების შემთხვევები გამოვლენილია პროვინციებში - ყუმში, მარქაზისა და მაზენდერანში.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
