გაერო - მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ საკუთარი ბავშვები დაიცვას
არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ბავშვები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და იუნისეფის ექსპერტების საერთო კვლევაშია ნათქვამი, რომელიც გაერომ დაუკვეთა.
განცხადების თანახმად, მსოფლიოს ყველა ბავშვის მომავალი რისკის შემცველია, რადგან არ ხდება კლიმატური ცვლილებების ეფექტების აღმოფხვრა და მათ არ აქვთ ხელმისაწვდომობა სუფთა და ჯანმრთელი გარემოსადმი, რაც კეთილდღეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
მოხსენებაში ასევე საუბარია, რომ ბავშვებს საფრთხე მავნე მარკეტინგითაც ემუქრებათ, რომელიც ცხიმის და შაქრის შემცველ პროდუქტებს, თამბაქოსა და ალკოჰოლს უწევს კამპანიას.
„მთავარი გზავნილი ის არის, რომ არც ერთი ქვეყანა არ იცავს საკუთარი ბავშვების ჯანმრთელობას დღეს, რომ უზრუნველყოს მათი მომავალი“, - წერენ ექსპერტები და სოციალურ მედიაზეც ამახვილებენ ყურადღებას, სადაც მსგავსი მავნე მარკეტინგის სამიზნე სწორედ ბავშვები ხდებიან.
„კლიმატური ცვლილებები, ეკოლოგიური დეგრადაცია, მიგრაცია, კონფლიქტები, უთანასწორობა და მტაცებლური კომერციული პრაქტიკა საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობასა და მომავალს ყველა ქვეყანაში“, - ნათქვამია მოხსენებაში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
