103 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი კერკ დაგლასი
კალიფორნიის ქალაქ ბევერლი ჰილსში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მსახიობი კერკ დაგლასი. მას დეკემბერში 104 წელი შეუსრულდებოდა.
ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ პირველმა გაავრცელა მისმა ვაჟმა, ჰოლივუდის მსახიობმა მაიკლ დაგლასმა. მან მამას უწოდა კინემატოგრაფის ოქროს ეპოქის ლეგენდა და სამართლიანობის იდეების ერთგული ჰუმანისტი.
კერკ დაგლასი 1916 წლის 9 დეკემბერს დაიბადა ნიუ-იორკის შტატში, რუსეთის იმპერიიდან იმიგრირებული დანიელოვიჩების ოჯახში.
60 წლიანი კინოკარიერის განმავლობაში ითამაშა 80-ზე მეტ ფილმში. მსოფლიო აღიარება მოუტანა სპარტაკის და ვინსენტ ვან გოგის როლებმა.
კერკ დაგლასი იყო „ოქროს გლობუსის“ პრემიის მფლობელი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "სიცოცხლის წყურვილი".
1996 წელს მსახიობს გადაეცა საპატიო „ოსკარი“ კინემატოგრაფიაში 50 წლიანი შემოქმედებითი და მორალური ძალისხმევისთვის, ხოლო 2001 წელს ბერლინის კინოფესტივალის საპატიო „ოქროს დათვი“.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
