ჩინეთის ქალაქ უხანთან საავადმყოფო, რომლის რეკონსტრუქციაც 2 დღის წინ დაიწყო, უკვე გაიხსნა
ჩინეთის ქალაქ უხანთან 2 დღეში ახალი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია დასრულდა, კლინიკა კორონავირუსით დაინფიცირებულების სამედიცინო დახმარების მიზნით გაიხსნა.
როგორც The Daily Mail-ი წერს, 48 საათის განმავლობაში მშენებელთა და მოხალისეთა ჩართულობით, 1000-საწოლიანი კლინიკა ცარიელი შენობის რეკონსტრუირების შედეგად გამართეს.
The Dabie Mountain Regional Medical Centre - ასე ჰქვია ჰოსპიტალს. იგი უხანიდან 75კმ-ში მდებარე ქალაქ ჰუანგანგშია.
საავადმყოფოს 1000 პაციენტის მიღება შეუძლია. პირველი პაციენტები კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. შენობაში უკვე შეყვანილია ელექტროენერგია, წყალი და ინტერნეტი.
აღსანიშნავია, რომ ჰუანგანგის მოსახლეობა 7,5 მლნ-ია. ამ ქალაქშიც კარანტინია გამოცხადებული.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
