"ჩვენ ჩვენი ერის გვერდით ვართ"- რეჯეფ ტაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.
როგორც ერდოღანი წერს, შესაბამისი უწყებები იღებენ ყველა ზომას, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ.
ერდოღანმა "ტვიტერზე" ორი ტვიტი გამოაქვეყნა.
"ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ ყველა საჭირო ზომას, რომ გადალახონ თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, რომელიც ბევრ პროვინციაში იგრძნობოდა, ყველაზე ნაკლები ზარალი და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოება უზრუნველყონ.ჩვენ ჩვენი გარემოსა და ურბანიზაციის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები გავგზავნეთ რეგიონში",-დაწერა ერდოღანმა.
როგორც პრეზიდენტი წერს, ის და ყველა ინსტიტუტი ერის გვერდით დგას.
"როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, მინდა იცოდეთ, რომ მჭიდროდ ვმუშაობთ. ჩვენ ჩვენი ერის გვერდით ვართ ჩვენ ყველა ინსტიტუტთან და ორგანიზაციასთან ერთად. უფალს ვავედრებ ჩვენს ძმებს, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს მიწისძვრის შედეგად და დაუყოვნებლივ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს",-წერს ერდოღანი.
სიახლეები
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი
- სანტექ.სერვისის ახალი ფილიალი ზუგდიდში
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი