"არ მოკლათ აქციის მონაწილეები - მსოფლიო და რაც მთავარია, აშშ გაკვირდებათ"
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის ლიდერებს მიმართავს. დონალდ ტრამპმა შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
ტრამპი ირანის ლიდერებს მიმართავს, რომ არ მოკლან აქციის მონაწილეები.
„ირანის ლიდერებს - არ მოკლათ აქციის მონაწილეები. თქვენ უკვე ათასობით ადამიანი მოკალით, ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გაკვირდებათ. რაც მთავარია, აშშ აკვირდება. ჩართეთ ინტერნეტი და მიეცით ხალხს საშუალება, რომ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი. შეწყვიტეთ, დიდი ირანელი ხალხის მკვლელობა!", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
