ავსტრალიაში ხანძრების შედეგად მილიარდამდე ცხოველი და ფრინველი განადგურდა
სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორის, ქრის დიქმენის ინფორმაციით, ავტრალიაში ხანძრებს დაახლოებით ერთი მილიარდი ცხოველი და ფრინველი ემსხვერპლა. გასული კვირის მონაცემებით, ეს რიცხვი ნახევარ მილიარდს აღწევდა.
მისივე თქმით, მხოლოდ ახალი სამხეთ ველსის შტატში 800 მილიონი ცხოველია მკვდარი. ახალი მონაცემებით, ცხოველთა სიკვდილინობა არა მარტო ცეცხლმა, არამედ დაკვამლიანებამ, საკვებისა და საცხოვრებლის დაკარგვამაც გამოიწვია. მოცემული რიცხვი მოიცავს ძუძუმწოვრებს, ფრინველებს და ქვეწარმავლებს.
„ეს კლიმატური ცვლილებების შედეგებია. უბრალოდ ავტრალიამ ეს ყველაფერი სხვებზე ადრე გაიარა. ამით ჩვენ ვხედავთ, რა შედეგები შეიძლება კლიმატის ცვლილებას მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც მოჰყვეს“, - განაცხადა დიქმენმა.
ავსტრალიაში ცხოველების მდიდარი მრავალფეროვნებაა, მათ შორის 300 სახეობისთვის კონტინენტი მშობლიურია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხანძარმა მთელი სახეობები უკვე გაანადგურა, ან ზოგიერთი ეკოსისტემა სამუდამოდ შეცვალა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
