ვაშინგტონი მზადაა, ირანთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს
ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა, თეირანთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს.
აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოს მიერ გაეროსთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ გენერალ ყასემ სოლეიმანის სიკვდილი იყო თავდაცვის ზომა.
წერილის თანახმად, აშშ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, რათა „თავიდან აიცილოს რომ საფრთხე შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას ირანის რეჟიმთან ესკალაციით".
წერილში ასევე წერია, რომ აშშ საჭიროების შემთხვევაში მიიღებს დამატებით ზომებს საკუთარი პერსონალისა და ინტერესების დასაცავად.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
