"სომხეთს ე.წ. გენოციდის არანაირი მტკიცებულება არ აქვს"
სომხეთს გენოციდის არანაირი მტკიცებულება არ აქვს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა თურქულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ანკარა გამუდმებით მოუწოდებდა სომხეთს გაეხსნა არქივები, რომ მომხდარიყო 1915 წლის მოვლენების გამოძიება, თუმცა ისინი არქივებს არ ხსნიან“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, ერევანი ასე იმიტომ იქცევა, რომ იცის, „არანირი გენოციდი არ მომხდარა“ და თურქეთს ამის დასამტკიცებლად „1.5 მილიონი საარქივო დოკუმენტი აქვს“.
12 დეკემბერს, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი 1915 წელს სომეხთა მასობრივი მკვლელობის „გენოციდად აღიარებას“. მოგვიანებით, თურქეთში განაცხადეს, რომ სამაგიეროდ, თურქეთის პარლამენტი „ინდიელთა გენოციდის“ შესახებ მიიღებდა რეზოლუციას.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
