ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით ტარიფებს აღარ აწესებს
ჩინეთმა აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით ტარიფების დაწესება შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჩინეთი ამერიკულ საქონელზე „საპასუხო“ ტარიფების დაწესებას დღეიდან გეგმავდა.
”ჩინეთს იმედი აქვს, რომ შეერთებულ შტატებთან თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე იმუშავებს, რისი მიზანიც ერთმანეთის ძირითადი პრობლემების მოგვარება და აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების სტაბილური განვითარების ხელშეწყობაა,“ - ნათქვამია ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საბაჟო სატარიფო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომისიის განმარტებით, დანარჩენი ტარიფები, რაც ამერიკულ საქონელზე უკვე დაწესებულია, ძალაში დარჩება.
შეგახსენებთ, ჩინეთი და აშშ პარასკევს სავაჭრო ხელშეკრულების „პირველ ფაზაზე“ შეთანხმდნენ. რობერტ ლაითჰაიზერმა, რომელიც აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ პეკინი დამატებით 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის შეძენას დათანხმდა. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები დამატებით 250 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ 25%-იან ტარიფს ძალაში ტოვებს.
სიახლეები
- “მოვუწოდებთ მთავრობას, ეუთოს სადამკვირვებლო მისია მოიწვიოს” - ბრიტანეთის საელჩო
- “ჩემთვის ცნობილი იყო ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე, გზის გაყვანის საჭიროებაზე – ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა” - მაია ცქიტიშვილი
- “ირანის რეჟიმის შეცვლა ახლო აღმოსავლეთში ქაოსს გამოიწვევს” - მაკრონი
- აშშ-მა ისრაელში საელჩო დროებით დახურა
- 18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი