ინდოეთში დემონსტრანტებმა ავტობუსები დაწვეს და რკინიგზის სადგურები დაარბიეს
ინდოეთში ოთხი დღეა მოქალაქეობის შესახებ ახალ კანონს აპროტესტებენ. დემონსტრანტებმა ავტობუსები დაწვეს და რკინიგზის სადგურები დაარბიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პოლიციამ დედაქალაქ დელიში „ჯამია მილიას უნივერსიტეტის“ ასეულობით სტუდენტის დასაშლელად ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.
პრემიერ-მინისტრ ნაენდრა მოდის მთავრობა ამტკიცებს, რომ ახალი კანონი ინდოეთის მოქალაქეობის შეთავაზებით ისეთ რელიგიულ უმცირესობებს, როგორიც ჰინდუსები და ქრისტიანები არიან, მეზობელ ბანგლადეშში, პაკისტანსა და ავღანეთში დევნისგან დაიცავს. კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ კანონის ეს მუხლი, რომელიც მუსლიმებზე არ ვრცელდება, დისკრიმინაციულია და ინდოეთის პრინციპებს არღვევს.
კანონი განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გააპროტესტეს, სადაც ბანგლადეშელი იმიგრანტების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი ათეულობით წელია გრძელდება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
