საფრანგეთში ქარიშხალსა და წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, ევაკუირებულია ასობით მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სტიქიის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 25,000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ერთ-ერთი ხე ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც 70 წლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ქარის სიჩქარემ საათში 142 კილომეტრს მიაღწია. კუნძულ კორსიკაზე კი კიდევ უფრო ძლიერი ქარიშხალი დაფიქსირდა, რომლის სიჩქარე 175 კმ/სთ იყო.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
