ჩრდილოეთ კორეა ახალი რაკეტების „წარმატებით გაშვების“ შესახებ აცხადებს
ჩრდილოეთ კორეის ინფორმაციით, მათ კიდევ ერთხელ წარმატებით განახორციელეს შორმანძილიანი რაკეტების გაშვება, თუმცა თავდაცვის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, რა ტიპის რაკეტებზეა საუბარი.
„ალ ჯაზირას“ ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ფხენიანმა 13 ბალისტიკური რაკეტის გაშვება განახორციელა.
ამასთან, ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს „საშობაო საჩუქრითაც“ დაემუქრა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თემაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, „კაცი რაკეტა“ შეარქვა. მოგვიანებით კი ტრამპი საპასუხოდ დაიმუქრა, რომ კიმ ჩენ ინი ყველაფერს დაკარგავდა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
