"პუტინს ხელი ჩამოვართვი, თუ დონბასი დაგვიბრუნდება, კიდევ ათჯერ ჩამოვართმევ, თუ ყირიმი - ასჯერ"
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მან რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე ხელი ჩამოართვა.
„თუ ჩვენ გვსურს-და ჩვენ ნამდვილად გვსურს ომის დასრულება, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. გულახდილად გეტყვით, თუ ხვალ ჩვენ ჩვენს მიწას დავიბრუნებთ, ოკუპირებულ დონბასს-კიდევ ათჯერ ჩამოვართმევ ხელს, თუ ყირიმი დაგვიბრუნდება და ერთ დღეს ასეც იქნება, ასჯერ ჩამოვართმევ ხელს. მსგავსი რაღაცებისთვის მხოლოდ შედეგის მისაღებად ვარ მზად“,-განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში, მოქალაქეების ნაწილმა, ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, ხელის ჩამორთმევის გამო გააკრიტიკა. შეხვედრა პრეზიდენტებს შორის 9 დეკემბერს, პარიზში, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის ფარგლებში შედგა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
