ქრისტიანები, რომლებიც ღაზას სექტორში ცხოვრობენ, საშობაოდ ბეთლემსა და იერუსალიმში ჩასვლას ვერ შეძლებენ
ქრისტიანები, რომლებიც ღაზას სექტორში ცხოვრობენ, ვერ შეძლებენ შობა ბეთლემსა და იერუსალიმში აღნიშნონ, - ამის შესახებ პალესტინასთან ისრაელის სამხედრო კავშირის წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „უსაფრთხოების ზომებს“ უკავშირდება.
ღაზაში დაახლოებით 1000 ქრისტიანი ცხოვრობს, მათ შორის უმეტესობა მართლმადიდებელია.
გასულ წელს, ისრაელმა იერუსალიმში, ბეთლემსა და ნაზარეთში შესვლის უფლება ღაზას 700 მცხოვრებელს მისცა.
ადგილობრივმა ქრისტიანმა სასულიერო ლიდერებმა ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება დაგმეს. მათი თქმით, „თუ ქრისტიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეუძლიათ ბეთლემში ჩასვლა, მაშინ ამის უფლება ღაზას სექტორში ქრისტიანებსაც უნდა ჰქონდეთ“.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
