იტალიაში სიცხემ ელექტროენერგიის პრობლემები შექმნა

იტალიის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ტურინში სიცხის ტალღამ და ქალაქის დაძველებულმა ქსელმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბოლო დღეებში ელექტროენერგიის გათიშვამ ქალაქის რამდენიმე უბანი დააზარალა. გაუმართავმა შუქნიშნებმა საცობები გამოიწვია, მუნიციპალური სამსახურები კი საგანგებო სიტუაციის მაღალ რეჟიმზე გადავიდნენ.

ტურინის მერმა, სტეფანო ლო რუსომ განაცხადა, რომ ამჟამინდელმა სიტუაციამ ქალაქის ელექტროქსელის დაუცველობა გამოავლინა, რაც მოდერნიზაციას და დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს.

ამასთან, მისი თქმით, ქსელის მოვლა-პატრონობა დაგეგმილია, მაგრამ ეს მასშტაბური პროექტია, რომელსაც დრო დასჭირდება.

ენერგოკომპანია „ირენი“, რომელიც ტურინში დაახლოებით 650 000 მომხმარებელს ემსახურება, იტყობინება, რომ სიცხის ტალღა ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო, რამაც ინფრასტრუქტურაზე დამატებითი დატვირთვა შექმნა. მაღალი ტემპერატურისა და დღის გახანგრძლივებული საათების კომბინაცია კაბელების გადახურებას და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას იწვევს.

წაკითხვა 101 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.