"ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს"- დიმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს სთხოვა, უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს, რათა შეიქმნას ხელსაყრელი გარემო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
„პრეზიდენტმა ტრამპმა პირადად სთხოვა პრეზიდენტ პუტინს, თავი შეიკავოს კიევზე თავდასხმისგან ერთი კვირის განმავლობაში, პირველ თებერვლამდე, რათა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები მოლაპარაკებებისთვის. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
კითხვაზე, დათანხმდა თუ არა ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის წინადადებას, პესკოვმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა. ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის პირადი თხოვნა“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის თხოვნას დათანხმდა და რუსეთი ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის ქალაქებს არ დაბომბავს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
