თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
ირანის სპორტული საზოგადოების სამი წევრი – ყოფილი ფეხბურთელი მოჯტაბა ტორშიზი, ახალგაზრდა კალათბურთელი აჰმად ხოსრავანი და ფეხბურთის მწვრთნელი მეჰდი ლავასანი – თეირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს ირანის სამთავრობო ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის “ჰენგაუს” ორგანიზაციის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, სამივე მამაკაცი დედაქალაქში გამართული საპროტესტო აქციების დროს მოკლეს.
დამატებითი დეტალები მიუთითებს, რომ ლავასანს, ზურგში ესროლეს და ადგილზე გარდაიცვალა.
ხოსრავანი ფარზან შემირანის 3×3 კალათბურთის გუნდის წევრი და შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მან თეირანის 3×3 კალათბურთის შეჯიბრებებში ჩემპიონობა მოიპოვა.
ტორშიზი ადრე რამდენიმე ირანულ საფეხბურთო კლუბში თამაშობდა, მათ შორის „ნასაჯი მაზანდარანში“, „ტრაქტორში“, „ფაჯრ სეპასიში“ და „მეს კერმანში“.
Hengaw ადასტურებს, რომ ირანში ბოლო დროს გამართული საპროტესტო აქციების დროს 2500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
