"უდანაშაულო ვარ, წესიერი ადამიანი ვარ და კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი" - ნიკოლას მადურო
ნიკოლას მადურო თავს უდანაშაულოდ ცნობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„უდანაშაულო ვარ, დამნაშავე არ ვარ, წესიერი ადამიანი ვარ და კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ“, - განაცხადა მადურომ სასამართლოში.
თავი უდანაშაულოდ ცნო მადუროს მეუღლემაც.
„სრულიად უდანაშაულო ვარ“, - აღნიშნა სილია ფლორესმა.
BBC-ი წერს, რომ მადურო სასამართლოში პატიმრის ფორმაში, ფეხებზე ბორკილებით შეიყვანეს. მისი მეუღლე, სილია ფლორესი, ასევე მსგავს ფორმაშია გამოწყობილი. მადუროს და ფლორესს ხელებზე ბორკილები არ აქვთ, რაც საშუალებას აძლევს, ხელი ჩამოართვან ადვოკატს. სასამართლო დარბაზში კამერების შესვლა აკრძალულია, თუმცა ზოგიერთ რეპორტიორს, მათ შორის "ბიბისის" ამერიკულ საინფორმაციო პარტნიორს CBS-ს, უფლება აქვს ჩანაწერები გაგზავნოს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
