იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ Associated Press-ი (AP) ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
„ხანძრისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია“, – იტყობინება AP.
საინფორმაციო სააგენტო ტელეარხ NHK-ზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრის დროს ადამიანების უმეტესობა საგნების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა.
ცნობისთვის, იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
