ბანგლადეშში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
ბანგლადეშში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა,- ამის შესახებ ,,როიტერი” წერს.
მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. შენობები დაზიანდა მრავალ რაიონში, მათ შორის მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ დაკაში.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დილის 10:38 საათზე ნარსინგდის ქალაქთან ახლოს, დაკადან დაახლოებით 33 კილომეტრში მოხდა.
მედიის ცნობით, ბიძგები, ასევე, იგრძნობოდა მეზობელი ინდოეთის აღმოსავლეთ შტატებში, რომლებიც ბანგლადეშს ესაზღვრებიან.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
