"სომხეთმა გამოთქვა მზადყოფნა, დღესვე უზრუნველყოს სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში" - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთმა გამოთქვა მზადყოფნა, თუნდაც დღესვე უზრუნველყოს ტვირთების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით, მარგარასა და კორნიძორის გავლით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ კონფერენციაზე „მსოფლიოს გზაჯვარედინი: რეგიონული კომუნიკაციების განვითარება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რატომ ვთავაზობთ ამას ახლა? იმიტომ, რომ ეს ინფრასტრუქტურა დღეს მზადაა, ყველა სხვა სფეროში, რომელსაც განვიხილავ. ჩვენ ასევე პოლიტიკურად მომზადებულები ვართ, მაგრამ აქ უბრალოდ ჯერ კიდევ გვჭირდება ინვესტიციების განხორციელება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
