ტრამპმა ავიადისპეტჩერებს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ სამსახურში ,,შატდაუნის" მიუხედავად
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავიადისპეტჩერებს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გრძელდება საბიუჯეტო ,,შატდაუნი". შექმნილი ვითარების გამო ქვეყანაში უქმდება ავიარეისები.
ტრამპი გამოვიდა მუქარით, რომ იმ დისპეტჩერებს, რომლებიც სამუშაოს არ დაუბრუნდებიან, ხელფასები შეუმცირდებათ. ამასთან, ტრამპის თქმით, 10 000 დოლარის ოდენობის ჯილდოს მიიღებენ ის თანამშრომლები, რომლებსაც 41-დღიანი ,,შატდაუნის" განმავლობაში სამუშაო არ დაუტოვებიათ - დანარჩენებს კი შეუძლიათ სამსახურიდან წავიდნენ.
აშშ-ის ფედერალური უწყებები ამ, „შატდაუნად“ წოდებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ 1 ოქტომბერს - მას შემდეგ, რაც ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე სენატმა ვერ შეძლო მიეღო კანონპროექტი მათი დაფინანსების შესახებ.
მიმდინარე ,,შატდაუნი" აღმოჩნდა ყველაზე ხანგრძლივი აშშ-ის ისტორიაში. მის გამო 13 000 ავიადისპეტჩერს და სატრანსპორტო უსაფრთხოების სააგენტოს 50 000 თანამშრომელს უხელფასოდ უწევდათ მუშაობა. მათი ნაწილი სამსახურში არ დადის.
10 ნოემბერს სენატში მიაღწიეს შეთანხმებას, რომელმაც "შატდაუნი" უნდა დაასრულოს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
