დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ომის მოგვარებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ორი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას უკრაინაში ომის მოგვარებაში დახმარება სთხოვა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრამპის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ 10 წელია ცდილობს ომის დასრულებას, მაგრამ ვერ ახერხებს.
„მე მას ორი კვირის წინ ვესაუბრე და მან მითხრა: „ჩვენ 10 წელია ვცდილობთ ამ ომის მოგვარებას. ვერ შევძელით ამის გაკეთება. თქვენ მოგვიგვარეთ“.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, მან რამდენიმე მსგავსი საკითხის ერთ საათში მოგვარება გაეროს დახმარების გარეშე შეძლო.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
