დონალდ ტრამპი რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით უნგრეთისთვის გამონაკლისის დაშვებაზე უარს აცხადებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ვაშინგტონის მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ დაწესებული სანქციებიდან უნგრეთის გათავისუფლებაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პირადი თხოვნის მიუხედავად.
Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, ტრამპმა დაადასტურა, რომ ორბანმა ამ საკითხთან დაკავშირებით მას პირდაპირ მიმართა.
„მან გათავისუფლება გვთხოვა, ჩვენ არ მივეცით, მაგრამ მან გვთხოვა“.
მანამდე, ვიქტორ ორბანმა გამოთქვა იმედი, რომ 7 ნოემბერს ტრამპთან შეხვედრისას მის დარწმუნებას შეძლებს. მან არგუმენტად უნგრეთის მაღალი დამოკიდებულება მილსადენებით მომარაგებულ ენერგორესურსებზე.
„უნგრეთი ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანაა. ჩვენ დამოკიდებული ვართ სატრანსპორტო მარშრუტებზე, რომლებიც უნგრეთს ენერგორესურსებით ამარაგებენ, პირველ რიგში, მილსადენებზე“, -აღნიშნა ორბანმა და დასძინა, რომ აუცილებელია აშშ-სთვის ამ განსაკუთრებული სიტუაციის ახსნა, თუ ქვეყანას სურს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისგან გათავისუფლებას მიაღწიოს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
