აშშ ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება — ტრამპის ახალი ბრძანება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბირთვული იარაღის ტესტირების განახლების ბრძანება გასცა.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ტესტირება მიზნად ისახავს „ეროვნული თავდაცვის გაძლიერებას და სტრატეგიული შეკავების უზრუნველყოფას“.
ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო მომდევნო თვეებში დაიწყებს მომზადებას ნევადას პოლიგონზე შესაძლო საცდელი აფეთქებისთვის. ეს იქნება პირველი ბირთვული ტესტი ამერიკის მხრიდან 1992 წლის შემდეგ.
“ქვეყანამ არსებული იარაღის სრულ განახლებასა და მოდერნიზაციას ჩემი პირველი ვადის დროს მიაღწია. უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო, არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ არის. რუსეთი მეორე ადგილზეა , ხოლო ჩინეთი – მესამეზე, თუმცა ხუთ წელიწადში გაუსწრებს. სხვა ქვეყნების სატესტო პროგრამების გათვალისწინებით, დავალება მივეცი თავდაცვის სამინისტროს, დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის ტესტირება თანაბარ პირობებში. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება“.
როგორც უცხოური მედია აღნიშნავს, გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია მწვავე საერთაშორისო რეაქცია: გაერო-სა და ევროპის ლიდერებმა ტრამპის ნაბიჯი მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურისთვის „საფრთხის შემცველად“ შეაფასეს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
