“რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი - დროა, ევროკავშირმა მიიღოს სანქციების ძლიერი პაკეტი, ასევე ველით მკაცრ სასანქციო ზომებს აშშ-სგან და „დიდი შვიდეულისგან“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
კიდევ ერთი ღამე, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი საკმარის ზეწოლას ვერ გრძნობს ომის გაჭიანურებისთვის - ამ დროისთვის ცნობილია 17 ადამიანის დაშავების შესახებ. სამწუხაროდ, 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხოციელებული თავდასხმის შესახებ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე, ძირითადად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, მაგრამ ასევე დაზიანდა ბევრი საცხოვრებელი შენობა. თავდასხმის ქვეშ იყვნენ კიევის, ოდესის, ჩერნიგოვის, დნეპრის, კიროვოგრადის, პოლტავას, ვინიცას, ზაპოროჟიეს, ჩერკასის და სუმის ოლქები.
„რუსული სიტყვები დიპლომატიის შესახებ არაფერს ნიშნავს, სანამ რუსეთის ხელმძღვანელობა კრიტიკულ პრობლემებს არ იგრძნობს. ამის უზრუნველყოფა კი მხოლოდ სანქციებით, შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებითა და ჩვენს ყველა პარტნიორს შორის კოორდინირებული დიპლომატიით შეიძლება. დროა, ევროკავშირმა მიიღოს სანქციების ძლიერი პაკეტი. ჩვენ ასევე ველით მკაცრ სასანქციო ზომებს შეერთებული შტატებისგან, „დიდი შვიდეულისგან“ და ყველასგან, ვისაც მშვიდობა სურს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ახლა არ გაჩუმდეს და რუსეთის საზარელ დარტყმებზე ერთიანი რეაგირება მოხდეს“.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა, ვინც უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და რაკეტებით ეხმარება, ადამიანების სიცოცხლეს იცავს და ყველა, ვინც უკრაინას შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებით ეხმარება, ომის დასასრულს აახლოებს.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
