ტრამპი ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომს მალე დაასრულებს
ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომსაც დავასრულებთ,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ამდენი კონფლიქტი არავის მოუგვარებია.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შვიდი ომი დაასრულა და მერვეს დასრულებასთანაც ახლოს არის.
“ვფიქრობ, საბოლოოდ, რუსეთთან დაკავშირებულ სიტუაციასაც მოვაგვარებთ, რომელიც საშინელებაა“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც უცხოური მედია წერს, თანამდებობის დაკავების შემდეგ, დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
