კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს
კრასნოდარის მხარეში, 26 სექტემბრის ღამით დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობგადადამუშავებელ ქარხანაში, რეგიონის ოპერატიული შტაბის ოფიციალური ინფორმაციით "დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთ დანადგარს დაეცა", რასაც აალება მოჰყვა. ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
"აფიპსკის" მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, „საფმარის" ჯგუფის ნაწილია. მისი ნავთობის გადამუშავების საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 6.25 მილიონი ტონაა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინული დრონები ესხმიან თავს.
უკრაინული დრონები თითქმის ყოველდღიურად ესხმიან თავს რუსეთის რეგიონებს. ნავთობის სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე ობიექტები, ხშირი სამიზნეა, რაც რეგიონებში ბენზინის დეფიციტს იწვევს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით დრონებით თავდასხმა იყო როსტოვის ოლქზე, მათ შორის დონის როსტოვზე.
დაზიანდა მაღაზიის შენობა და რამდენიმე ავტომობილი.
მთლიანობაში რამის განმავლოაბში აზოვის ზღვის ტავზე, ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის მოსაზღავრე რეგიონების თავზე 55 დრონი ჩამოაგდეს, ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
