უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ჯარების მორიგ შეტევას
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს. კიევის და სუმის ოლქებიდან დრონებით დარტყმის შესახებ იუწყებიან, ხოლო ზაპოროჟიეს ოლქიდან - ავიაბომბებით. არის მსხვერპლი.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, 22 სექტემბერს, გამთენიისას იყო სულ მცირე ხუთი ავიაბომბით დარტყმა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. რამდენიმე რაიონში ხანძრები გაჩნდა. დანგრეული, ან დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი.
დილის ცხრა საათისთვის ფიოდოროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს 75 წლის ქალის ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბორისპოლის რაიონში ერთი ადამიანი დაიჭრა. ამავე რაიონში ხანძრები გაჩნდა რამდენიმე სახლში. კერძო სახლი დაიწვა ფასტოვის რაიონშიც.
ქალაქ სუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არტიომ კობზარის ცნობით, დრონებით დარტყმა იყო სამრეწველო ობიექტებსა და სასწავლო დაწესებულებაზე. დაზიანებულია სახლებიც. სუმიში ერთი ადმიანი დაიჭრა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
