კამჩატკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
რუსეთის აღმოსავლეთში, კამჩატკის სანაპიროსთან, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
როგორც გეოლოგიური სამსახური იუწყება, ბიძგების ეპიცენტრი ოკეანეში, ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით მდებარეობდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ დროებით გამოცხადდა ცუნამის საფრთხე, თუმცა მოგვიანებით გაფრთხილება გაუქმდა. ამ დროისთვის მსხვერპლისა და მსხვილმასშტაბიანი ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მოსახლეობა სანაპირო ზოლიდან უსაფრთხო ადგილებზე ნაწილობრივ ევაკუირებულია. ყველა შესაბამისი სამსახური გადაყვანილია გაძლიერებულ მზადყოფნაზე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
