ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან საუბარს მალე აპირებს, აშშ-ში კი ევროპელ ლიდერებს ელოდებიან
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს დღეებში გეგმავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს, ვაშინგტონში კი ევროპელი ლიდერების ვიზიტია დაგეგმილი. ეს 7 სექტემბერს ჟურნალისტებს ენდრიუსის ბაზაზე უთხრა თავად ტრამპმა, რომელიც უქმე დღეების შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდა.
7 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების „მეორე ეტაპზე“ გადასასვლელად. ამას წინ უძღოდა ომის დაწყების შემდეგ რუსული დრონებითა და რაკეტებით უკრაინაზე ერთ ღამეში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური შეტევა, რომლის შედეგად კიევში დაზიანდა მთავრობის შენობაც.
პრეზიდენტმა ტრამპმა 7 სექტემბერს მედიასთან საუბრისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სიტუაციით უკმაყოფილოა, მაგრამ საკითხს გადაწყვეტენ.
ტრამპის ინფორმაციით, ამ კვირის ორშაბათს ან სამშაბათს აშშ-ში ჩავლენ ევროპელი ლიდერები, თავად კი მალე, უახლოეს დღეებში საუბარს გეგმავს პრეზიდენტ პუტინთან. აშშ-ის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებდა.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან აღადგინა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეწყვეტილი ურთიერთობა, პუტინს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა, 2025 წლის აგვისტოში კი ალასკის შტატშიც უმასპინძლა. ეს მოლაპარაკება უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
