ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავს ბულგარეთში დაშვებისას GPS გაუფუჭდა — ბრიუსელი რუსეთის ჩარევას არ გამორიცხავენ
ბულგარეთში დაშვების მცდელობისას, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავს GPS ნავიგაცია გაუფუჭდა, – ამის შესახებ, CNN-ს კომისიის წარმომადგენელმა განუცხადა.
„კომისიამ ბულგარეთის ხელისუფლებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ისინი ეჭვობენ, რომ ეს აშკარა ჩარევა რუსეთმა განახორციელა.
GPS-ის სიგნალის ჩახშობის მიუხედავად, თვითმფრინავი ბულგარეთში უსაფრთხოდ დაეშვა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ და შევეჩვიეთ მუქარასა და დაშინებას, რაც რუსეთის მტრული ქცევის რეგულარული კომპონენტია“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილემ, არიანა პოდესტამ.
CNN-ს ინფორმაციით, პილოტებმა სადესანტოდ ქაღალდის რუკები გამოიყენეს.
კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც მედია წერს, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტი ბულგარეთის სამხრეთით, პლოვდივის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას აპირებდა, რაც ბლოკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე წევრ ქვეყნებში მისი ტურნეს ნაწილი იყო, რათა უკრაინის მხარდაჭერა მოეპოვებინა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
