რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით დაარტყა - ზაპოროჟიეში არის მსხვერპლი
ღამით რუსეთმა დრონებითა და რაკეტებით დაარტყა ზაპოროჟიეს ოლქს, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა. დაზარალებულთა რიცხვი თანდათან იზრდება და, ადგილობრივი წყაროების ცნობით, ამ დროისთვის 24-ს აღწევს.
ცნობებს მედია ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რუსები საოლქო ცენტრს სხვადასხვა ტიპის შეიარაღით დაესხნენ თავს. ”, - აცხადებს ფედოროვი. მისი ინფორმაციით, დაზარალებულთა შორის არიან ბავშვები და მოზარდები - 9, 10 და 16 წლის.
საოლქო ცენტრში დაზიანდა 14 მაღალსართულიანი კორპუსი და რამდენიმე ათეული კერძო სახლი. ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების ცნობით, 30 აგვისტოს, უკრაინას რუსეთმა არაერთი მიმართულებიდან შეუტია - როგორც უპილოტო საფრენი აპარატებით, ასევე რაკეტებით; რაკეტები გაშვებულია ზღვიდანაც.
უკრაინის ანტისაჰაერო სისტემამ 582-დან 548 სამიზნე გაანადგურა - იტყობინება საჰაერო ძალები. ღამით და გათენებისას, აფეთქებისა და ნგრევის შესახებ ცნობები სხვადასხვა ოლქიდან ვრცელდებოდა.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის დრონები ჯერ ისევ ქმნიან საფრთხეს და კონკრეტული ოლქების მოსახლეობას, საჭიროების მიხედვით, თავშესაფრებში დარჩენას ურჩევენ.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს